კახა ჩხეტიანი: ანგარიშით და მოგებით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ლოკომოტივის" 4:0 დამარცხების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"კმაყოფილი ვარ მოგებით და ანგარიშით. შეხვედრის პირველ ტაიმში არერთი საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან,  როდესაც გვმართებდა ანგარიშის გახსნა. ღმერთის წყალობით მეორე ნახევარში გავიტანეთ გოლი, უფრო გაიხსნა თამაში და საბოლოოდ ოთხი გოლი გავიტანეთ.

მადლობა ფეხბურთელებს მონდომებისა და პასუხისმგებლობსთვის. ასევე გულშემატკივრებს მადლობა, ისინი სტადიონის გარედან, ჩვეულად ბოლომდე გვამხნევებდნენ. სასიხარულოა, რომ ამ მოგებით პირველ ადგილზე ავინაცვლეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩხეტო გილოცავ გამარჯვებას,რატო არ ათამაშე გაბედადავა პირველი ნახევრის მერე მაინც რომ შეგეყვანა,ვერ ატყობ რომ ელვას ვერ გააქ გოლები, გაბეს რომ ეთამაშა სამ ბურთს მაინც შეაგდებდა
ლევანი
04 ივლისი 2020 20:37
3
ბელარუსის ჩემპიონატს ორი თავით სჯობია ჩვენი ჩემპიონატი! და მსგავს ჩემპიონატებს! უფრო კარგი საყურებელია!
ka
04 ივლისი 2020 17:50
1
უსუსტესია ეროვნული ლიგა ალბათ წელს მესამე ეტაპზეც ვერავინ გავა ძალიან სუსტები არიან ერთადერთი საბურთალოს ყავს რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი მარა არავის იმატებენ არც მეკარე უვარგათ ცენტრალური მცველები ნახევარდაცვაში მარტო ალთუნაშვილია და თავდასხმაში მარტო კოხრეიძე და ფორვარდი საერთოდ არ არის... არადა მალი კოხრეიძე ალთუნაშვილი ლაკვეხელიანზე რო ააწყონონ გუნდი ჩემი აზრით გავლენ ჯგუფში
Jeyjey
04 ივლისი 2020 17:12
5
ოთხი გოლიდან სამი ლოკომოტივმა თვითონ გაიტანა თავის კარში.სიხარულის და კმაყოფილების მიზეზს ვერ ვხვდები
ნუკრი
04 ივლისი 2020 07:59
9
სტადიონზე არავინ მიდიოდა და ეხლა სტადიონის გარედან იყო ულტრასები? ))) გადაკეტილი იყო მთლიანიი ცაბაძე წერეთელი )))
ტოტტი
04 ივლისი 2020 07:34
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული