"ტორპედო" ინვესტორს არ გადასცეს, კლუბს სატრანსფერო ბანი დაადეს - იტყობინება "ჩვენ ვართ ტორპედო"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ კლუბი იტალიელ ინვესტორ ფაბიო მანინოს არ გადასცეს და გუნდს სატრანსფერო აკრძალვა დაუწესეს.

"რამდენიმე თვე გავიდა და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ ნეგატიური განცხადების დაწერა გვიწევს.

თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს "ტორპედოს" მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა
კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.

ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება "ტორპედოდან" წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.

დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც "ტორპედოში ფულს" დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ, რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს. თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს - გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს...

ახალწვეულების ხსენებაზე: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია - რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ "ტორპედოს" სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება.

თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ არ მივუბრუნდეთ გასულ წელს, ისევ არ დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ "ტორპედოს" არსებობა, არ მოგვიწიოს ისევ ბრძოლა კლუბის გადარჩენისთვის... რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო".

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგ ტორპედოს უკან ალბათ ბევრი შავბნელი ძალა დგას, და ელოდება თავის წილს, თან ალაბათ ისეთი რო ფეხბურთი მაგარი კიდია! სანამ გრევს არ მიიიღებს , ალბათ ეგ საქმე არ მოყომარდება! ეს მანინოც , შტერი კი არაა , ვინმეს ფული დაახევინოს, ისიც რაც გადარიცხა ეგეც საკმარისია, ფაქტიურად არაფერში გადაიხადა ფული , 6 თვეა გუნდი ვერ გადაუფორმეს კაცს! ძაააან დაბალი დონეა ცხოვრების საქართველოში, არანაირი განვითარება არ ხდება
Vasili
12:39 19-07-2020
1
ამ გულისამრევ მარაზმს სახელი აღარ ააქვს უკვე!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული