"ლოკომოტივმა" უძლეველ "დილას" მოულოდნელად გორში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აგვისტოს, ჩემპიონატის მეცხრე ტურში "ლოკომოტივმა" გასვლაზე "დილას" 1:0 მოუგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკოს" ნახევარმცველმა შონიამ გუგეშაშვილის კარი დალაშქრა. დარჩენილ დროში "დილა" ბევრს უტევდა, მომენტებიც საკმაოდ ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა და ლიდერობა ვერ დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ გორულ გუნდს დისკვალიფიცირებული თავდამსხმელი კოვტალიუკი აკლდა და მოკლე სათადარიგოთა სკამი მისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

"ლოკომოტივმა" კი, ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

16 ქულით მე-3 ადგილზე მყოფი "დილა" 19 აგვისტოს "ტორპედოს" უმასპინძლებს.

"ლოკომოტივი" კი 12 ქულით მე-6 ადგილზეა და
17 აგვისტოს გასვლაზე "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ლოკომოტივი 0:1
გოლი: შონია (58)

დილა (5-3-2): გუგეშაშვილი, ხურცილავა (კ), ლაცაბიძე, მაისაშვილი, იენდეუნტი (სანტოსი 77), ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (გორგიაშვილი 62), მადინგა, ლექვთაძე (ბიძინაშვილი 75), სპანდერაშვილი

მწვრთნელი: ნემსაძე

ლოკომოტივი (4-5-1): მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 76), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 70), იმრანი (იაკობიძე 65), ძებნიაური (კ), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 6 /
სასწრაფოდ გასაძლიერებელია წინა ხაზი შემტევი ნახევარმცველით და თავდამსხმელით
დილას შემტევი სჭირდება
12:49 11-08-2020
0
დილას ფეხბურთელებს ეტყობათ უწირთ ერთი შეხებით თამაში,გადაცემას აგვიანებენ და ბურთიანი მოთამაშე ცდილობს თვითონ გაიტანოს გოლი.ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მთავარია 3 ქულა.გორს რომ ბოლო პასები გაეკეთებინა მოიგებდა.
master
11:24 11-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული