ეროვნული ლიგა. IX ტური: "საბურთალომ" "სამტრედიას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აგვისტოს, ჩემპიონატის მეცხრე ტურში "საბურთალომ" გასვლაზე "სამტრედიას" 2:1 მოუგო.

პირველ ტაიმში მასპინძლები ახალაძემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ ანგარიში ტერამ გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა 18 წლის გულიაშვილმა კი შეხვედრის დასასრულს გამარჯვება "საბურთალოს" მოუტანა.

"საბურთალო" 16 ქულით მეოთხე ადგილზეა დ 18 აგვისტოს "ჩიხურას" შეხვდება.

8 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი "სამტრედია" კი 17 აგვისტოს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - საბურთალო 1:2
გოლები: 1:0 ახალაძე (21), 1:1 ტერა (66), 1:2 გულიაშვილი (89)

სამტრედია (4-4-2): კულუა, რუხაია, კილასონია (კ), ახალაძე (მესიაჩენკო 69), ინკუმი, ჯგერენაია, თოთაძე,
კვირკვია, დისი (დაფე 71), პავიშიჩი (ლუკავა 90+2), იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა

საბურთალო (3-5-2): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), ნაზარე (ტაბატაძე 46), ჭიჭინაძე (ბელიაევი 66), კაკუბავა, ცნობილაძე, ტერა, ალთუნაშვილი, ლუმუ (გულიაშვილი 74), ქავთარაძე

მწვრთნელი: შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბურთალომ კი არა ვადაჭკორიამ შემოუტრიალა. თუ წერთ დაწერეთ ობიექტურად. რატომ კადრულობთ არასწორ ინტერპრეტაციას?
იასე
05:32 12-08-2020
1
არკადიჩ კაჭარავა გასაშვებია გუნდიდან ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებთ ,დროულად მიიღე ზომები, სამტრედიის ფანები
რევაზი
23:02 11-08-2020
4

სიახლეები პოპულარული