რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
მცველი რომან ჭანტურია კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რომან ჭანტურია, რომელიც რამდენიმე კვირაა ჩვენს კლუბთან ერთად ვარჯიშობს, "დილას" უკვე ოფიციალურად შეუერთდა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

რომან ჭანუტურია თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილია, რომელმაც კარიერა იტალიურ "ემპოლიში" გააგრძელა, საიდანაც განათხოვრების წესით თამაშობდა პორტუგალიის, იტალიის და მალტის კლუბებში. ასევე იჯარის წესით მან 2 ქართულ კლუბში ითამაშა, 2018 წელს მშობლიურ "ლოკომოტივში" და 2019 წელს ბათუმის "დინამოში".
ამის შემდეგ კი იგი თავისუფალი აგენტი გახდა და სწორედ ამ სტატუსით შეუერთდა ჩვენს კლუბს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიდან რომ ჩამოდის საქართველოში ფეხბურთჳს სათამაშოთ და იქ არაფერი გამოუვაა მოდით სიმართე ვთქვათ რომ ესაა ტრაგედია საფეხბურთო გადმოსახედიდან სამწუხაროდ ამ ეპოქაში ბევრი ქართველი ახალგაზრდა ვინც წასულა ევროპაში ან რუსეთში სათამაშოთ ზოგს ტრამვებმა შეუშალა ხელი ზოგს ხასიათმა ტრამვისგან არავინა დაზღვეული და რაც შეეხება ხასიათს ბევრი ვინც აქედან მიდის და ნახულობენ იქაურ ცხოვრებას მაღალ ხელფასს ასევე ყურადღებას, რადგან იქ უფრო მეტი ხალხი იცნობს ფეხბურთელებს ვიდრე აქ სამწუხაროდ ბევრი ივისყებს ფეხბურთის თამაშს და ვარჯიშს და სხვა ინტერესები უჩნდებათ,ხოლო დიდი ფეხბურთელობა მოდის პროფესიონალიზმით თავდაუზოგავი შრომით რეჟიმის დაცვით და დასციპლინით და არაა მხოლოდ ნიჭით და კაი მონაცემებით ნიჭს და მონაცემებს განვითარებაა უნდა და ეს შრომის გარეშე წარმოუდგენელია.
გელა
19:19 17-08-2020
1
მცველი კიარა თავდამსხმელია.ამ ბიჭმა საქართველოს ჩემპიონატის დონეც კი ვერ გაქაჩა და იტალიაში როგორ აიყვანეს საერთოდ მიკვირს.
კვარა
21:05 17-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული