ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველ ლაშა შერგელაშვილთან ხელშეკრულება გააფორმა და ფეხბურთელი ზღვისპირელთა რიგებში 2 წლის ვადით დარჩება.

ლაშა შერგელაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის კანდიდატია, ბოლოს ბერძნულ "პას იანინაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო.

იქამდე კი მარცხენა მცველი ლატვიურ "რიგასში" გამოდიოდა. შერგელაშვილს საქართველოში თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიის" მაისურით უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგად მუშაობს ბათუმის დინამო,ჭკვიანურად ძალიან,გუნდი კიარ იშლება არამედ ძლიერდება და ძლიერდება,წელს ჩემპიონობას მომავალში ეუროპას დადებენ,ნაბიჯ ნაბიჯ შენდება გუნდი და თანაც გონივრულად,თბილისის დინამოსავით კი არ არის ყველა წაგებაზე მწვრთნელს და გუნდს რო უშვებს და ახალი ხროვა მოყავს,წინ დინამო ბათუმი...!!!
Aba heee
13:23 21-08-2020
0
ერთადერთი ქართული კლუბი რომელიც სწორ გზაზე დგას! შეძლებისდაგვარად ძლიერდებიან ნაბიჯ-ნაბიჯ, ძირითად ბირთვსაც არ კარგავენ. ყოჩაღ ბათუმის დინამო! წარმატებები ევროსარბიელზე!
ქომაგი
14:05 21-08-2020
0

სიახლეები პოპულარული