ჩისკოს თბილისის „დინამომ“ ფლამარიონის გარეშე დარჩენილ ბათუმის „დინამოს“ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.

“როტორში“ გადასული ფლამარიონის გარეშე ბათუმის „დინამოს“ გაუჭირდა თბილისის „დინამოსთან“ თამაში, დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ქარდავამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ გაბედავამ საოცარი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქარდავამაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზარიამ ანგარიში 0:3 გახადა. დარეჩენილ დროში კვასხვაძის კარში ორი პენალტი დაინიშნა, ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, თევდორაძემ კი ზუსტად შეასრულა.

თბილისის „დინამო“ 22 ქულით გალიდერდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 20 ქულით მეორე
ადგილზეა.

თბილისის „დინამო“ 3 ოქტომბერს „საბურთალოს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (64)

დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ობაობონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი 73), გონსალვესი (თევდორაძე 81), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, ქარდავა (კუცია 82), ზარია (კუხიანიძე 59), პაპავა (კ), ქავთარაძე, გაბედავა (კაპანაძე 68), ორშულა

მწვრთნელი: ჩისკო
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩისკომ ჩხეტიანისგან დაწუნებულ ოთხ ფეხბურთელს ძირითადში მისცა შანსი.შედეგად გაბედავამ,ქარდავამ და ზარიამ გოლი გაიტანეს, ხოლო ორშულამ ორი საგოლე პასი გააკეთა.ამავდროულად ევროტურნირების თამაშის წინ მონხილი,კლოუსტერი,შულაია,ბუღრიძე და პერნამბუკო დამალა...
Caruzo9
23:46 12-09-2020
0
ალავიძის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს,ტიპმა ბოლო ორ თამაშში (ევროპა ლიგის ჩათვლით) 6 (!) გოლი გაუშვა და ექვსივე საჯარიმოს გარედან!!! ამას უბრალოდ "მოხერხება" უნდა. მგონი დროა მეკარე შეცვალოს ბათუმელებმა,ვიდრე კიდევ არ არის გვიან.
ქობულეთიდან
05:13 13-09-2020
2

სიახლეები პოპულარული