"დილამ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მცველი ვანდერსონ სილვა კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - იტყობინება გორული კლუბი თავისი საიტით:

"28 წლის მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა გორის "დილას" ფეხბურთელია. ბრაზილიელმა უკანახაზელმა, რომელიც "დილას" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა, ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში, ბრაზილიის ქვედა ლიგების კლუბებში "ვილა ნოვაში", "ოპერარიოსა" და "ანაპოლისში" გაატარა, საზღვარგარეთ კი მან ისრაელის და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში - "სახნინისა" და "საბაჰის" რიგებში ითამაშა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მამაცხონებულო, ყველასგან დაწუნებული პენსიონერი ბრაზილიელი რომ მოგყავს, ქართველი ახალგაზრდა ათამაშე, ცოტა არაა, თუ დააკვირდები. მიეცი შანსი, გაიზრდება, გამოცდილებას მიიღებს და ნდობის გამართლებასაც ეცდება. სადაა ლოგიკა ამისთანა ფეხბურთელის ჩამოყვანაში ვერ გავიგე.
emigranti
03:00 13-09-2020
8
საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდს სხვა ტიპის ტაქტიკა და მთავარი მწვრთნელისთვის მეტი ნდობის გამოცხადება სჭირდება. გორელ გულშემატკივრებს მეტი მონდომება და მარიფათის გამოჩენა, დილა რომ ჩემპიონობისკენ გაიქაჩოს. მიეცეს ნემსაძემ მეტი თავისუფლება მოქმედებებში
დილას ფანი
09:25 13-09-2020
0

სიახლეები პოპულარული