"დილამ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მცველი ვანდერსონ სილვა კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - იტყობინება გორული კლუბი თავისი საიტით:

"28 წლის მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა გორის "დილას" ფეხბურთელია. ბრაზილიელმა უკანახაზელმა, რომელიც "დილას" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა, ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში, ბრაზილიის ქვედა ლიგების კლუბებში "ვილა ნოვაში", "ოპერარიოსა" და "ანაპოლისში" გაატარა, საზღვარგარეთ კი მან ისრაელის და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში - "სახნინისა" და "საბაჰის" რიგებში ითამაშა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აწი რაღა გიჭირთ) ჩვენი ჯიბიდან აიღებს ეს გადამთიელი ხელფასს,ბოდიში და რატომ??? რისთვის!!!!!! ყველანაირი დაფინანსება უნდა მოეხსნათ ამ.დოყლაპიებს, თვითონ მოიძიონ სპონსორი, ვერ მოიძიებენ? დაჯექით მაშინ სახლში თქვე დოყლაპიებოოოოოი!!!
ლევანი
18:34 13-09-2020
2
ერთი ლოთი უბნელი მყავს, იმას გავს ძალიან. იმასაც ასეთი დიდი თავი აქვს !!
რომელუ
14:30 13-09-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული