"გეგუჩაძე არსად მიდის, გუნდის მიზანი კვლავ ჩემპიონობაა!" – არჩილ ბერიძე

AutoSharing Option
ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს გასცა პასუხი და ფლამარიონ ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხებიც განმარტა.

არჩილ ბერიძე ("დინამო ბათუმის" პრეზიდენტი)

"გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, – განაცხადა არჩილ ბერიძემ, – ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის
ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი მომზადებული შეხვდება შემდეგ მატჩს და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება".

გეგუჩაძე "დინამო ბათუმს" 2018 წლის იანვრიდან წვრთნის. მან კლუბი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, მომდევნო სეზონში კი გეგუჩაძის "დინამო" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ახალი სეზონი "დინამომ" არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველსავე მეტოქესთან (ბეერ შევას "ჰაპოელი") მარცხი მოჰყვა. მერე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წაგება "დინამო თბილისთან" (1:3) და მარცხი საქართველოს თასზე, "გაგრასთან".

ბერიძემ დღეს ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "ამ ნაბიჯის გადადგმა ჯოვინომ თვითონ მოისურვა და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო იჯარით "როტორში" გაგვეშვა.

კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ჩავწერეთ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა. ახლა, როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან ახალი მოლაპარაკება დავიწყეთ. თანახმანი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა მისთვის ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნქტს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით, რადგან იმ პუნქტს აამოქმედებდნენ.

ვფიქრობ, რომ ბათუმის "დინამო" დღესდღეობით წარმატებულია. უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე წელს კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის. სადღაც წარუმატებლობა იქნება. ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ".

dinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
არ გაიშვა თქვენი ჩემპიონობა) არ იმსახურებთ ბიუჯეტის ფულებს!!!!! ჩემი ნება რომ იყოს გახვრეტილ კაპეკიანსაც არ მოგცემდით.
ლევანი
23 სექტემბერი 2020 19:46
1
ჯოვინოს წასვლის შემდეგ თავდასხმა აღარ არის... "ბათუმი" ოთხეულში თუ გავიდა, მაქსიმუმი იქნება... ზოგადად გეგუჩაძეზე, დიდი ხანია ერთი და იგივეა, გუნდი წვალობს და შეტევაში უჭირს, მოკლედ, სანახაობა კი არა ნადვილი ტანჯვაა...
Malkhaz Bolkvadze
23 სექტემბერი 2020 14:43
1
ალავიძე და ნიქაბაძე შესაცვლელია
ზაურ
23 სექტემბერი 2020 14:36
0
სამტრედია მაინც გავარდნილია და სეფიაშვილი წამიყვანეთ კაი მეკარეა
zurabi
23 სექტემბერი 2020 14:03
1
ხომ დავიღუპებოდით,რომ წასულიყო...
გიორგი
23 სექტემბერი 2020 13:03
2
ორი წელია ვიძახი,ცანცარა ალავიძე ყველაზე სუსტი წრტილია გუნდში
ლ.გიო
23 სექტემბერი 2020 12:33
1
Europa beti moashoret .nu yidit tamashebs unamusod
Batumi1984
23 სექტემბერი 2020 12:11
3
ვფიქრობ,ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.ვფიქრობ არც ალავიძის ასეთი კრიტიკაა გამართლებული.კარიერაში ცუდი პერიოდი,ყველას შეიძლება ჰქონდეს.მისი გაშვება კი არა,მეორე საკმაოდ საიმედო მეკარე უნდა მოიყვანოს კლუბმა,რომ კონკურენციაც იყოს და დაზღვევაც.სტადიონზეც მინდა ერთი ორი სიტყვა გითხრათ:ამდენი ხანი სულმოუთქმელად ველოდით,როდის დამთავრდებოდა სტადიონის მშენებლობა და ახლა,აქაოდა ხალხი არ დაიშვებაო,სტადიონს რომ არ ხსნიან,ვითომ სწორია?თვითონ ბათუმელები შეეჩვევიან გარემოს და უფრო უკეთ არ ითამაშებენ?მინდორიც ხომ საუკეთესო იქნება.ანგისა,მაინც ბაზაა და სხვა დატვირთვა აქვს,სჯობია სწორედ ამ მიზნით გამოვიყენოთ უფრო ინტენსიურად.გახსნის ზეიმი კი,როცა ბათუმელები მნიშვნელოვან გამარჯვევებს მოიპოვებენ,ის იქნება.ამის გულისათვის ასეთი არენის მოცდენა,არასწორი მგონია.
სოსო
23 სექტემბერი 2020 11:30
2
სწორი გადაწყვეტილებაა. უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, შარშან თითქმის ჩემპიონი გახდა. არ შეიძლება გუნდის პირველივე წაფორხილებაზე გეგუჩაძის წასვლის მოთხოვნა. ახალი მეკარე კი სასწრაფოდ საჭიროა, თორემ 3:0 ისრაელში არ ასახავდა თამაში მიმდინარეობას.
ნიკ
23 სექტემბერი 2020 11:01
3
დაცვის ხაზი და მეკარეა გამოსაცვლელი + კლასიანი ცენტრ ფორვარდი
beqa
23 სექტემბერი 2020 10:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული