გორის "დილა" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ დატოვა და ეს ინფორმაცია სპორტულ გაზეთ "ლელოს" დაუდასტურა.
გამოცემასთან საუბარში, გორელთა ყოფილმა დამრიგებელმა წასვლის მიზეზი არ დაასახელა, თუმცა sportall.ge-ის ინფორმაციით, ნემსაძე უკმაყოფილო კლუბის ხელმძღვანელობით იყო.
ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის ხელში გორელები ძალიან ლამაზ, შემტევ და ამასთანავე, ეფექტიან ფეხბურთს თამაშობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტს.