თბილისის "დინამო" თავდამსხმელებით - სხირტლაძით და კასტროთი გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თავდამსხმელები დავით სხირტლაძე და კარლოს კასტრო დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე "დინამოში" ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ "ორჰუსში" აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ "სილკებორგში", სლოვაკურ "სპარტაკ ტრნავაში", ლატვიურ "რიგასა" და პოლონურ "არკაში". ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში. დავით სხირტლაძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

Sportall.Ge

ჩვენმა კლუბმა ასევე შეთანხმებას მიაღწია ესპანელ ფორვარდ კარლოს კასტროსთან, რომელიც "დინამოს" ღირსებას მომავალი
წლიდან 2022 წლის ბოლომდე დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილია და ამავე კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული. "სპორტინგთან" ერთად კარლოს კასტროს ლა ლიგაში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. კარლოს კასტრო ასევე "ლუგოს", "ელჩეს" და "მალიორკას" ღირსებას იცავდა. მას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უასპარეზია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თავმოყვარე ფეხბურთელი ამ გუნდში არ მოვიდოდა ფარერებთან 1-6 შემდეგ.
georgian
18:40 08-10-2020
1
მაგარია!!
აწი 6:2 -ს წააგებთ!!
buba
16:39 08-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული