ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის "დინამომ" სტუმრად "საბურთალო" 1:0 დაამარცხა.
ორივე გუნდი ფრთხილობდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჯიღაურმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ის 7 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა.
ბათუმის "დინამო" 26 ქულით ლიდერია და 26 ოქტომბერს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო 20 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფი "საბურთალო" 28 ოქტომბერს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: ჯიღაური (51)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), კაკუბავა, გრიგალაშვილი, ტერა (ცნობილაძე 75), ალთუნაშვილი, მაჭარაშვილი (გოჩოლეიშვილი 46), ბუმალი, გულიაშვილი, ქავთარაძე (ჭანტურიშვილი 73)
მწვრთნელი: კორღალიძე
დინამო ბათუმი (4-1-2-3): ლევჩენკო, მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი (კ) (თევდორაძე 80), მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი (გაგოშიძე 90+2), ნიქაბაძე (ჩალაძე 68), ჯიღაური
მწვრთნელი: გეგუჩაძე