რა შეიცვალა "დინამოში" "კლაკსვიკთან" 1:6 წაგების შემდეგ?!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ რაუნდში თბილისის "დინამო" ფარერების "კლასვიკს" დაუპირისპირდა და სამარცხვინო ანგარიშით, 6:1 დამარცხდა.

ჩისკოს გუნდმა 4-2-3-1 სათამაშო სტრატეგიით ითამაშა და არათუ ფავორიტის სტატუსი გაამართლა, არამედ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 1 თვიანი პაუზის შემდეგ სადებიუტო მატჩი თბილისური "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარა, დაპირისპირება 9 კაცით დაასრულა, თუმცა მეტოქეს დამაჯერებლად, 3:1 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრამდე "დინამოს" 2 ახალწვეული შეემატა. დავით სხირტლაძესთან ერთად, რომელსაც კარგ გუნდებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თბილისელთა რიგებს კარლოს კასტრო შეუერთდა. ეს უკანასკნელი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილია და ლა ლიგაშიც 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

განხორციელებული ტრანსფერებიდან, "საბურთალოს" წინააღმდეგ განაცხადა
მხოლოდ სხირტლაძე იყო, რომლის დებიუტი არ შედგა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან 41-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პაპავა გააძევა, ჩისკოს კი ბევრი ვარიანტი აღარ ჰქონდა.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შესამჩნევი იყო. კაპანაძისა და გაბედავას ტრავმების ფონზე, თავდამსხმელის პოზიციაზე კუხიანიძე აღმოჩნდა, ნახევარდაცვის ცენტრში კი ესპანელმა სპეციალისტმა ქარდავა დააყენა. ქიმაძემ მარცხენა ნახევარმცველის ამპლუა მოირგო, ცენტრალურ მცველად კი ვიქტორ მონხილმა იასპარეზა. 28 წლის ფეხბურთელისთვის, ეს სადებიუტო მატჩი იყო, რომელიც საბოლოოდ, 97-ე წუთზე წითელი ბარათით დასრულდა.

განაცხადში მყოფი ფეხბურთლებიდან, მხოლოდ ზარია და ორსულა იყვნენ, რომლებმაც "კლასვიკთან" ძირითადიდან დაიწყეს, "საბურთალოს" წინააღმდეგ კი ჩისკომ ორივე თადარიგში დატოვა.

alt2 გაძევება, 3 პენალტი - "თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ტფუი თქვენი...
გოძილა
24 ოქტომბერი 2020 17:31
0
არაფერიც არ შეცვლილა ამათ თამაშში,რა ფეხბურთსაც თამაშობენ იგივეს აგრძელებენ ან სად გინახავტ ერთ თვეში რომელიმე გუნდს ირმის ნახტომი გაეკეთებინოს და მითუმეტეს ქართულ გუნდებს. ამათ ფარერებთან რაც დაემართად არის
არაპროფესიონალიზმი და კიდევ არ მიიჩნიეს მათი დონის მეტოქედ.ყველას ეგონა და განსაკუთრებით დინამოს რომ ჯგუფში ადგილი გარანტირებული ქონდათ, უეჭველი!მე დარწმუნებული ვარ ამავე გუნდს დღეს რომ ეთამაშონ 10 თამაში არცერთს არ წააგებენ..ტყვილა თავი არ მოიტყუო გიორგი რომ ამათ ტამაშში რამე შეიცვალა..ისე შენს და დინამოს გასამხნევებლად შეგახსენებ "ბარსა 2-8", "ლივერპული 2-7" "" დინამო თბ 1-6""
mose
24 ოქტომბერი 2020 17:23
1
რა შეიცვალა და ფიფიას ნაგაზი უყიდია,მეცხვარეებს რომ ყავთ აი ისსეთი)
ბათუმის ფანი
24 ოქტომბერი 2020 17:19
0
ეს გუნდი ქართული ფეხბურთის ნამუსია და რაც მათ 1 თვის წინ უქნეს კლუბს, მის ისტორიას, ტრადიციებს და ბოლოს და ბოლოს სრატისტიკას, ამას ქართველი გულშემატკივარი არასოდეს დაივიწყებს! არცერთი თქვენგარი არასოდეს გახდება ჩვენი კუმირი რა დონეზეც არ უნდა ითამაშოთ მომავალში ფარერელებთან ის 1-6 სულ აჩრდილივით თან წამოგყვებათ ცხოვრების ბოლომდე. მეტიც ფეხბურთელი რომელსაც ფარერებთან 1-6 აქვს წაგებული ვერასოდეს გახდება ტოპ მოთამაშე! დინამოს მხოლოდ მაშინ აქვს არსებობის გაგრძელების შანსიც და მირალური უფლებაც როდესაც ამ გუნდიდან 1 კაციც კი აღარ იქნება გუნდში! დაწყებული ფეხბურთელებით და მწვრთნელებით, დამთავრებული ხელმძღვანელობით და პრეზიდენტით!
ზაზა
24 ოქტომბერი 2020 15:11
1
ვაახ საბურთლოც რა დონეზეა ამ პარჩაგებთან თანაც 9კაცთან, რომ ასე წააგებ.
jjj
24 ოქტომბერი 2020 15:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული