ჩისკოს გუნდმა 4-2-3-1 სათამაშო სტრატეგიით ითამაშა და არათუ ფავორიტის სტატუსი გაამართლა, არამედ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 1 თვიანი პაუზის შემდეგ სადებიუტო მატჩი თბილისური "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარა, დაპირისპირება 9 კაცით დაასრულა, თუმცა მეტოქეს დამაჯერებლად, 3:1 მოუგო.
აღნიშნულ შეხვედრამდე "დინამოს" 2 ახალწვეული შეემატა. დავით სხირტლაძესთან ერთად, რომელსაც კარგ გუნდებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თბილისელთა რიგებს კარლოს კასტრო შეუერთდა. ეს უკანასკნელი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილია და ლა ლიგაშიც 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
განხორციელებული ტრანსფერებიდან, "საბურთალოს" წინააღმდეგ განაცხადა
რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შესამჩნევი იყო. კაპანაძისა და გაბედავას ტრავმების ფონზე, თავდამსხმელის პოზიციაზე კუხიანიძე აღმოჩნდა, ნახევარდაცვის ცენტრში კი ესპანელმა სპეციალისტმა ქარდავა დააყენა. ქიმაძემ მარცხენა ნახევარმცველის ამპლუა მოირგო, ცენტრალურ მცველად კი ვიქტორ მონხილმა იასპარეზა. 28 წლის ფეხბურთელისთვის, ეს სადებიუტო მატჩი იყო, რომელიც საბოლოოდ, 97-ე წუთზე წითელი ბარათით დასრულდა.
განაცხადში მყოფი ფეხბურთლებიდან, მხოლოდ ზარია და ორსულა იყვნენ, რომლებმაც "კლასვიკთან" ძირითადიდან დაიწყეს, "საბურთალოს" წინააღმდეგ კი ჩისკომ ორივე თადარიგში დატოვა.
2 გაძევება, 3 პენალტი - "თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" სძლია [VIDEO]
არაპროფესიონალიზმი და კიდევ არ მიიჩნიეს მათი დონის მეტოქედ.ყველას ეგონა და განსაკუთრებით დინამოს რომ ჯგუფში ადგილი გარანტირებული ქონდათ, უეჭველი!მე დარწმუნებული ვარ ამავე გუნდს დღეს რომ ეთამაშონ 10 თამაში არცერთს არ წააგებენ..ტყვილა თავი არ მოიტყუო გიორგი რომ ამათ ტამაშში რამე შეიცვალა..ისე შენს და დინამოს გასამხნევებლად შეგახსენებ "ბარსა 2-8", "ლივერპული 2-7" "" დინამო თბ 1-6""