"საჭმლის ფულიც აღარ გვქონდა და სახლებში წავედით" - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" სიტუაცია ბოლო 2 სეზონია სრულიად არეულია და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დალაგდა.

გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ფაბიო მანინოს კლუბში მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ჯერ ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შეკვეცილ ხელფასებზე დათანხმება ამ პირობით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც
ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...

მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...

ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.

როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.


მკითხველის კომენტარები / 28 /
სახლში წადით რა ყვარყვარეს ჯარი ხართ?ეხ ბიჭებო ვერ წარმოიდგენთ ამას რა გულისტკივილით ვწერ მაგრამ თქვენ რა ფეხბურთელებიც ხართ იმნაირ გუნდშიც თამაშობთ
zaza
23:03 07-11-2020
2
რაია ბიძია მიგატოვათ ფაბიომ? იჯექით და იგლახავეთ ახლა.
ქქუთაისი უღრან ტყეში
20:44 31-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული