"საჭმლის ფულიც აღარ გვქონდა და სახლებში წავედით" - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" სიტუაცია ბოლო 2 სეზონია სრულიად არეულია და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დალაგდა.

გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ფაბიო მანინოს კლუბში მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ჯერ ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შეკვეცილ ხელფასებზე დათანხმება ამ პირობით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც
ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...

მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...

ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.

როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.


მკითხველის კომენტარები / 28 /
ქონების კონფისკაცია.იყო საბჭოთა კანონმდებლობაში ასეთი მუხლი და იმათ უდგებოდა,ვინც ძალიან დიდი თანხა მიითვისა.დამოუკიდებელ საქართველოს იმდენი ქურდი სჭამს,რომ ეს მუხლი აუცილებლად აღსადგენია,თუმცა ვინ აღადგენს,ვინაა თავის მტერი?არადა ვინც ტორპედო ასეთ დღეში ჩააგდო,არ არიან ღირსები,მათი ქონება გაიყიდოს და ეს დავალიანებები,ამ ფულით გაისტუმრონ?მაშინ ბევრი დაფიქრდებოდა, ქურდობის მიზანშეწონილობაზე.
სოსო
12:26 30-10-2020
2
აბა, ქუთაისლებო, სადაა თქვენი ფაბიო მანინო? ასჯერ დავწერე აქ აფერისტებს რატომ უჯერებთ თქო და აჰა.
სადღეგრძელოებს რომ სვამდით "ფაბიოს გოუმარჯოს სიმონ"-ო, აჰა უყარეთ ეხლა კაკალი და უპაჭუნეთ თვალი.
მოკითხვა ქუთაისს თბილისიდან
12:33 30-10-2020
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული