ეროვნული ლიგა. XV ტური: თბილისის "დინამომ" "დილას" დამაჯერებლად სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "დილას" 3:0 მოუგო.

სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს ორი გოლის გატანა, მეორე ტაიმში თავის მიერვე მოპოვებული პენალტი კი შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ გამოიყენა.

"დინამო" 28 ქულით გალიდერდა და 22 ნოემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს, ხოლო "დილა" 24 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და იმავე დღეს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა - დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 გაბედავა (5), 0:2 იაშვილი (15), 0:3 სხირტლაძე (83, პენ)

დილა (3-4-3): გუგეშაშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი (კ) (ლექვთაძე 58), სანტოსი (ჩიტეიშვილი 63), სილვა,
ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 73), კოენი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი

მწვრთნელი: სოლოღაშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური (კ), ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი (გაგნიძე 72), ქარდავა, კუცია (ორშულა 65), ქავთარაძე, გაბედავა (სხირტლაძე 77), პერნამბუკო

მწვრთნელი: ჩისკო

მკითხველის კომენტარები / 9 /
დილამ რა კარგად დაიწყო სეზონი.სად არიან გაგნიძე,გორგიაშვილი, ბიძინაშვილი& ყველაფერი სამტრედიასთან საეჭვო თამაშების შემდეგ აერია სიტუაცია ნემსაძეს.ეტყობა გუნდში ცუდი მდგომარეობაა,ნემსაძე კი სამჯერ წავიდა და დაბრუნდა.დილა ოთხეულშიც ვერ მოხვდება.
tato
04 ნოემბერი 2020 10:38
0
დილა,კლაკსვიკის 9 ნომერი კლეკსკარდი მოიყვანეთ,დინამოს 3-3 გოლს გაუტანს.პ.ს.(დინამოს ყოფილი თავგადაკლული გულშემატკივარი)
ალექსი
03 ნოემბერი 2020 22:30
2
გადააგორა ფიფიამ..იგივე მაესტრო ჩისკო და იგივე უნიწო ფეხბურთელები..სირცხვილია.....
ნუგზარ ნუცუბიძე
03 ნოემბერი 2020 22:26
0
დინამოს თამაშები აღარ მაინტერესებს, სანამ ფიფიასი იქნება
ალეკო
03 ნოემბერი 2020 21:21
4
სამარცხვინოა მეცხვარეების გაბითურებულ ბრბოსთან წაგება. ღირსებას გაუფრთხილდით ბიჭებო.
გიზოგ
03 ნოემბერი 2020 20:58
2
ეს ფარერებთან მარცხი არ ამომდის თავიდან, არ იმსახურებთ ჩემპიონობას!!
Batumi90
03 ნოემბერი 2020 20:33
1
ეს ფარერებთან მარცხი არ ამომდის თავიდან, არ იმსახურებთ ჩემპიონობას!!
Batumi90
03 ნოემბერი 2020 20:32
0
მერე მიდი დილას ხელმძღვანელობას დაელაპარაკე
Nedved-ს
03 ნოემბერი 2020 20:22
1
ერთიორი მეცხვარე აიყვანოს დილამ და ეგაა :დდდ
nedved
03 ნოემბერი 2020 20:07
2

სიახლეები პოპულარული