დღეს, 4 ნოემბერს, "სამტრედიამ" თბილისის "მერანი" 2:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც სამტრედიელებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს.
ამას დაემატა თბილისური კლუბის ფეხბურთელ კახა კაკაშვილის მოედნიდან მე-20 წუთზე გაძევება.
გოლები პავისიჩმა (4) და ინკუმმა (29) გაიტანეს.
ამ გამარჯვებით "სამტრედია" 19 ქულით მე-7 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო "მერანის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათ ანგარიშზე 6 ქულა გახლავთ და მე-9-მე-10 ადგილებს იყოფენ "ჩიხურასთან".
მომდევნო მატჩში სამტრედიელები "დინამოს" 22 ნოემბერს დაუპირისპირდებიან, ხოლო "მერანი" "ჩიხურას" უმასპინძლებს.