ეროვნული ლიგის მე-16 ტურში "თელავისა" და "ლოკომოტივის" მატჩი 1:1 დასრულდა.
"ლოკომოტივი", რომელსაც ერთი მატჩით ნკლები აქვს ჩატარებული, 23 ქულით მე-5 ადგილზეა და 26 ნოემბერს ბათუმში "დინამოს" შეხვდება, ხოლო 20 ქულით მე-6 პოზიციაზე მყოფი "თელავი" 30 ნოემბერს თბილისში "მერანს" დაუპირისპირდება.
თელავი."კავკასიონი არენა"
თელავი - ლოკომოტივი 1:1
გოლები: 0:1 სიხარულიძე (14), 1:1 მოსიასვილი (41, პენ)
თელავი (3-4-3): სანიკიძე (კ), თოლორდავა, მარაქველიძე, ბერიაშვილი, ძოწენიძე, ჯიქია (მოისწრაფიშვილი, 76), ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, ნ. ბაშელეიშვილი (რუხაძე 82), მოსიაშვილი, კვასოვი (კანდელაკი 86)
მწვრთნელი: გოცირიძე
ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გურეშიძე, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, იმრანი (გავაშელიშვილი 63), თ. კირკიტაძე (დ. კირკიტაძე 53), სიხარულიძე, იაკობიძე (ძებნიაური 46)
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი