ეროვნული ლიგა. XVI ტური. ბათუმის დინამომ ახალ სტადიონზე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარებულ პირველ მატჩში ადგილობრივმა "დინამომ" „დილა“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 41-ე წუთზე მელიავას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ლაცაბიძეს მოხვდა, პენალტი კი ჯიღაურს ჩოჩიშვილმა აუღო.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა და ნიქაბაძემ ახალ სტადიონზე პირველი გოლი გაიტანა - შეცვლაზე შესული გონსალვესის ნაკუთხურალ ბურთს თავით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. შემდეგ დინამოელთა ნახევარმცველმა ტეიდმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის
წინ ეტოუმ კი გაიტანა საპასუხო გოლი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და "დინამომ" გაიმარჯვა.

ამ მოგებით ზღვისპირელებმა 29 ქულა დააგროვეს და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "დილა" 24 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.

ბათუმი. "ბათუმი არენა"
დინამო (ბთ) - დილა 1:0
გოლი: ნიქაბაძე (68)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (41)
გაძევება: ტეიდი (78)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, მელიავა, გაგოშიძე, ტეიდი, გაფრინდაშვილი (გონსალვესი 68), ჯიღაური (შერგელაშვილი 68), მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე (ცინცაძე 90)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დილა (3-5-2): ჩოჩიშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა (კ), სანტოსი, ჩიტეიშვილი (სპანდერაშვილი 53), ეტოუ, იენდეუნტი, ცეცხლაძე (ჭანტურია 89), კოენი (ლექვთაძე 58), გაგნიძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ მსაჯს, კარგი თამაში მოიგო.
1
მე მომეჩვენა თუ გაზონი უკეთესის სურვილს ტოვებს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული