"ლოკომოტივმა" ბათუმში "დინამოს" თამაში შემოუტრიალა და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გადადებულ მატჩში "ლოკომოტივმა" გასვლაზე ბათუმის "დინამოს" 2:1 მოუგო.

მასპინძლთა რიგებში გამორჩეული ნიქაბაძე იყო, რომლის დებიუტში მაკრატელათი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, 65-ე წუთზე კი მან სანდოხაძეს დაასწრო და ანგარიში გახსნა. სტუმართა გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა და თამაში შემოატრიალა - ჯერ საპასუხო გოლი კონტრშეტევაზე ჩართულმა უბილავამ გაიტანა, შემდეგ კი შეცვლაზე შესული გავაშელიშვილი საჯარიმოში შეიჭრა და ალავიძის კარი დალაშქრა.

ბათუმის "დინამო" ლიდერ თბილისის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩა და 30 ნოემბერს სტუმრად "სამტრედიას" შეხვდება, ხოლო "ლოკომოტივი" 26
ქულით მესამე პოზიციაზე გადავიდა და 1-ელ დეკემბერს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

ბათუმი. "ბათუმი არენა"
დინამო (ბთ) - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (65), 1:1 უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (83)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, მელიავა, გაგოშიძე, გაფრინდაშვილი, ჯიღაური (თევდორაძე 83), გონსალვესი (ჯიჯავაძე 83), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ნიქაბაძე

მწვრთნელი: გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 67), დ. კირკიტაძე (იმრანი 53), თ. კირკიტაძე (კაპანაძე 76), ძებნიაური, სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო ბერიძე,ხო ხედავთ რას უშვება გეგუჩაძე გუნდს ,ამდენი ფულია ჩადებული დინამო ბათუმში,ამ მხარდაჭერით და ფეხბურთელებით ჩემპიონობაზე პრეტენზია უნდა გვქონდეს, მწვრთნელია შესაცვლელი.
ბათუმის გულშემატკივარი
21:04 26-11-2020
14
დროა უკვე მამარდაშვილი მიაჩბიან ნაკრებს და ჩაანაცვლოს დაბერებული ლორია
ტოტტი
11:08 27-11-2020
0

სიახლეები პოპულარული