"ტორპედოს" უკრაინელი ლეგიონერი: დიდი ხანი ვდუმდი, დრო მოვიდა ყველაფერი ვთქვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" 30 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა ვიტალი პონომარმა თავის "ფეისბუქზე" წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სექტემბრის ხელფასს არ უხდიან:

"დიდხანს ვდუმდი, დიდხანს ველოდი, მაგრამ მოვიდა დრო ყველაფერი მოვყვე და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. ჩემი საფეხბურთო კარიერისას ჯერ არასოდეს მოვხვედრილვარ ასეთ სიტუაციაში. ქუთაისის "ტორპედოს" არ უნდა სექტემბრის თვის ხელფასი გადამიხადოს. ცნობისათვის, კლუბიდან მხოლოდ მე არ მიმიღია ჩემს მიერ გამომუშავებულია ანაზღაურება.

ეს პირველი 100%-იანი გასამრჯელო იყო, იქამდე კი 50%-ს, 70%-ს და 90%-ს ვიღებდით. როდესაც ხელფასის 70%-ს და 90%-ს ვიღებდით, პრეზიდენტის თხოვნით კლუბთან
შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომ მთელ კუთვნილ ფულს კი არა, არამედ მხოლოდ ნაწილს მივიღებდით. როცა საბანკო ბარათებზე ყველას ფული დაერიცხა, მე სექტემბერში არაფერი არ მიმიღია. ამ საკითხის კონფლიქტის გარეშე გადაწყვეტა მინდოდა, მაგრამ პრეზიდენტი ფაბიო მანინი მატყუებდა. ყოველდღე მპირდებოდა, რომ ჩემს ფულს მივიღებდი, თუმცა მას შემდეგ უკვე მთელი თვე გავიდა. დღეს ამ დავალიანების შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, მე კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ დავრეკო და ვიკითხო, თუ როდის მივიღებ ფულს.

იყო ასეთი შემთხვევა: პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე ოფისში მივედი, იყო ისიც, რომ ვრეკავდი და რამდენიმე დღე არავინ მპასუხობდა. სექტემბერში ხელფასის 90% მივიღე, შემდეგი ანაზღაურება კი ნოემბრის ბოლოს - ოქტომბრის. მთელი ოქტომბერი და ნოემბრის ნახევარი მოლოდინში ვიყავი, მაგრამ ჩემი მოთმინება ამოიწურა.

ნოემბერში COVID-19-ით ვიყავი დაინფიცირებული, პირველ ორ დღეში კი, როდესაც ციებ-ცხელება მქონდა, ჩემს ზარზე მაშინაც არავინ მპასუხობდა.

მე მთელი სიმართლე არ ვიცი და ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება არ მესმის. დღეს ასეთ ვითარებაში მე აღმოვჩნდი, ხოლო ხვალ ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს. მთელმა სეზონმა ხელფასების პრობლემების გამო ნერვიულად ჩაიარა. აქ მოგებაზე პრემიები არ არის. მეტს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მომეცით, რაც გამოვიმუშავე!!! ეს ხომ თქვენ შემომთავაზეთ კონტრაქტი და მე გასამრჯელოზე პირობები არ წამომიყენებია.

ვიდრე ამას დავწერდი, მე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე.

გააკეთეთ რეპოსტი!!!".

პონომარი "ტორპედოში" ამა წლის მარტში გადავიდა და ეროვნული ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა სამარცხვინოები ხართ.მთელ მსოფლიოში მოიჭერით თავი.დარჩა კიდე ქვეყანა საიდანაც არ ჩამოიყვანეთ ფეხბურთელი,არ გადააგდეთ და მერე არ გიჩივლათ? მერე დგახართ და ტირიხარ ჩქარა გაადაგვარჩინეთ თორე დედამიწა ბრუნვას გააჩერებსო.გადაგარჩინოთ კი არა დაიშალეთ და წაით სახლში სანამ სამუდამოდ თავი მოიჭერით,ითამაშეთ მეოთხე ლიგაში,მეტის ღირსები არა ხართ
ბაბუაწვერა
08:46 28-11-2020
7
ტყულად არ იყბედებდა ამდენს , რაც ეკუთვნის უნდა მიცეს მაგ ვაჟბატონმა ...
Vasili
02:45 28-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული