ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში დუშეთის "არაგვმა" "რუსთავს" უმასპინძლა და არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა - 0:10.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დუშელებს ძირითადი შემადგენლობის თითქმის არც ერთი მოთამაშე არ ჰყავდათ და მოედანზე 16-17 წლის ბავშვები გამოიყვანეს, ასევე უფროსი ფეხბურთელებიც, რომლებსაც პროფესინალურ დონეზე არც ისე ბევრი მატჩი აქვთ ჩატარებული.
რუსთაველთა მხრიდან 5 გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა, პოკერი თომა ტაბატაძემ შეასრულა, ხოლო 1 გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზე იყო.
"არაგვი" 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, "რუსთავი" კი მე-4 ადგილს იკავებს ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.