ეროვნული ლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩში "სამგურალმა" "ჩიხურა" 2:0 დაამარცხა.
მატჩი მეტად დაძაბულად მიმდინარეობდა, ბოლოს საჩხერულ გუნდს დაღლა დაეტყო, რითაც წყალტუბოელებმა ისარგებლეს და 2 გოლი გაიტანეს.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 18 დეკემბერს, წყალტუბოში გაიმართება.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ჩიხურა - სამგურალი 0:2
გოლები: 0:1 ბურჯანაძე (77), 0:2 კუხიანიძე (81)
ჩიხურა (4-1-4-1): ბეგაშვილი (ზარქუა 75), მაჩაიძე, კამლაძე, კაშია (კ), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბასტრონი, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ბერეზოვი 60), ბუხაიძე (მუჯირი 67)
მწვრთნელი: თურმანიძე
სამგურალი (4-3-1-2): მეშველიანი, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ტურე, გაზდელიანი, ფონიავა, ჩიხლაძე (ახვლედიანი 80), კიკაბიძე (კ) (ბანძელაძე 67), რაზმაძე, კუხიანიძე (რაჟამაშვილი 84)
მწვრთნელი: სოსიაშვილი