23 წლის საყრდენი ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი "საბურთალოდან" ბათუმის "დინამოში" გადავიდა, - იტყობინება აჭარული კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით.
ბათუმის "დინამომ" ალთუნაშვილს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ალთუნაშვილი "საბურთალოს" აღზრდილია და მის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა.