ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი კარიერას ყაზახურ "ოკჟაიკში" განაგრძობს.
ეს გუნდი გასულ სეზონში ყაზახეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის მოიპოვა ადგილი.
მოგეხსენებათ, უკრაინელი ფორვარდი ქართველმა გულშემატკივარმა გორის "დილაში" ასპარეზობით გაიცნო.
მან გასულ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რითიც ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კოვტალიუკს საქართველოში ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" მაისურიც მოურგია.
როგორ "იმედისმომცემად" ჟღერს - ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კარიერას ყაზახურ "ოკჟაიკში" განაგრძობს. ეს გუნდი გასულ სეზონში ყაზახეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა.
გამოვლენ ვიღაცეები და იტყვიან კობიაშვილი კარგად უძღვება საქმესო!
ვაი სირცვილო!