თბილისის "დინამომ" მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის "ფეისბუქგვერდზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდში მატებაა და საქართველოს ჩემპიონის ღირსებას გვინეელი, 26 წლის ფორვარდი სეკუ კეიტა დაიცავს.

"დინამოს 26 წლის გვინეელი ფორვარდი - სეკუ კეიტა შეემატა. ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმით 7 მატჩი ჩაატარა ⚽ კეიტა მადრიდის "ატლეტიკოს" B გუნდში, საფრანგეთის ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ "ერმისსა" და ლუქსემბურგის "დუდელანჟში" ირიცხებოდა. ბოლოს ქუვეითური "ალ არაბის" შემადგენლობაში გამოდიოდა. ფორვარდმა "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

გერმანული საიტი "ტრანსფერმარკტი" გვინეელ ფორვარდს 200 000
ევროდ აფასებს, კარიერაში კი ყველაზე ძვირად 2016 წელს, "ევიანის" რიგებში, ლიგა 2-ში გამოსვლის დროს ფასობდა (600 000 ევრო). კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთის მესამე ლიგაში აქვს გატარებული. აღსანიშნავია, რომ კეიტა მადრიდის "ატლეტიკოს" ძირითადი გუნდის განაცხადში 1-ხელ მოხვდა, 2015/16 წლების სეზონის ლა ლიგის მატჩში "ბილბაოს" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე გვერდს იან ობლაკს, ლუკა ერნანდესს, რაულ ხიმენესსა და ხესუს გამესს უმშვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ავშენდით რაგა გვიჭირს სათაური კი აქვს მგელი
ირაკლი
22:19 26-02-2021
0
აი ხვალ "აბანოს" დღეა და იქ გამოჩნდება თეთრი, შავი და ცისფერიც.
ჯაბა
17:21 26-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული