ეროვნული ლიგა. III ტური. ორი "დინამოს" ნაკლებად სანახაობრივ მატჩში ბათუმელებმა იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისში ადგილობრივი "დინამო" 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს. მოწოდების სიმაღლეზე იდგა მასპინძელთა მეკარე კვასხვაძე.

მეორე ტაიმში "დინამოს" მწვრთნელმა ჭელიძემ, რომელიც დისკვალიფიცირებული ნემსაძის ნაცვლად ხელმძღვნელობდა გუნდს, ცვლილებები განახორციელა და თამაში გათანაბრდა, თუმცა ძალიან დუნედ და უინტერესოდ მიმდინარეობდა.

ამ სიტუაციაში ბათუმელებმა დაწინაურება მოახერხეს - ლამაზი გოლით დედაქალაქელები მანჯგალაძემ დაამწუხრა. ეგ იყო და ეგ. მეტი ამ შეხვედრაში, რომელმაც მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა, აღსანიშნავი, გარდა მოედანზე ზღვისპირული გუნდის ახალწვეულ მჭედლიძის შესვლისა,
არაფერი მომხდარა.

ბათუმის "დინამო" 7 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 13 მარტს "სამტრედიას" შეხვდება, ხოლო 4 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი თბილისის "დინამო" 14 მარტს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: მანჯგალაძე (66)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორსკლედე, ბენიო, მონხილი, რადინი, პაპავა (კ) (კობოური 33), მექვაბიშვილი (ქარდავა 78), გაგნიძე (კეიტა 78), გაბედავა (კუცია), ახვლედიანი (კასტრო 46), მარუშიჩი

მწვრთნელი: ჭელიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 90+2), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ჩუკვურა 90+2), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ფანცულაია 81), ალთუნაშვილი, ნიქაბაძე (მჭედლიძე 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თბილისის დინამოს თამაშს უყურე გუშინწინ..ეს არის სრული კატასტროფა!!!! სხვა რომ ვერაფერზე გაამახვილეს ყურადღება კომენტატორებმა ჩვენ ლეგიონერებზე მაღლები არიანო და ...ერთი შულაიას შეეძლო კაცის ელემენტარულად მოტყუება..ფეხბურთელს ეს ევალება!!! ისიც სასწრაფოდ გააგდეს და მანამდე არათამაშებდნენ თვეობით და თუ რატომ არ გვიხსნიდნენ ???!!! გუნდი გავს მედუზას..ამორფული უსახო კონგლომერატია!!! ამას გვპირდებოდი რომან???? არ ვიცი ვის და რას გვამადლის ფიფია...და საერთოდ ლეგიონერების წარმომავლობა ქართულ გუნდებში ძალიან დიდ ეჭვს ბადებს..ასე მგონია ბრაზილიის ჯუნგლებში რომ პირველყოფილ ტომებს ნახულობენ .... იმ ტომების ლიდერებისგან ყიდულობენ ტალიკ ტალიკა ბიჭებს (ფერად შუშის მძივებს უხდიან) მიანიჭებენ გვარად მალდინის..რამდენიმე კვირა გაავარჯიშებენ შემოღობილ ადგილას და...საქართველოს პირველობისაკენ ჰერი-ჰერი...რატომ აკრიტიკებთო ფიფიასო? მოგახსენებთ!! ყველა გუნდი ცდილობს ევროტურნირების წინ გააძლიერდნენ ..შეავსონ სუსტი რგოლები..ფიფია კი ზუსტად ამ პერიოდში იწყებს მეტნაკლებად გამორჩეული მოთამაშეების გუნდიდან გაშვება-გასხვისება-- გაყიდვას მაგალითად ამ ბოლო ორ წელიწადში გაყიდეს შენგელია..ლობჟანიძე (საბა)..ჩანკვეტაძე..კიტეიშვილი...ნინუა.კვარაცხელია..დავითაშვილი...მანამდე ქვილითაია...ახლახან გაასხვისეს-გაუშვეს აზაროვი..შულაია ...პერნაბუკო...ეს ორი უკანაკნელი მართლაც უკანასნელი მოჰიკანები იყვნენ დინამოში ვისაც კაცის მოტუ=ყუება შეეძლოთ...რომან დოლიძე გაუშვით საფირალო...ეტყობა მენეჯმენტში არაფერი გაეგება...თორემ ...უეფა და ფიფა საკმაოდ დიდ თანხას იხდიან ევროტურნირების თითოეული ეტაპის გადალახვისათვის..და ფეხბურთელები რომლებიც ჩამოვთვალე ორი-სამი წლით რომ დეგეტოვებინათ დინამოში საკმარისი იქნებოდა საშუალო სიძლიერის ევროპული გუნდის შესაქმნელად !!!! ეს მოგცემდათ რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს!!!ამ ფეხბურთელების ფასიც აიწევდა და გუნდი ჩაებმებოდა ნორმალურ მარკეტინგში...ნუთუ ეს არავის არ გაეგება თუ როგორც ბევრს აქვს ეჭვი ჩვენი ქართული ფეხბურთის მესვეურები მიზანმიმართულად ანგრევენ ყველაფერს რამაც შეიძლება ქარტველ ხალხს ბედნიერება მოუტანოს..იფიქრეთ თქვენს მომავალ თაობაზე მატ ხომ უნდა შეეძლოთ ხალხში გამოჩენა!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
08:52 12-03-2021
0
რამდენი წელია უკვე, რა დღეში ხარ შე საცოდავო დინამო (თბილისი) ?! ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებქვეშ გთელავს და შეურცხყოფას გაყენებს !!! როდემდე?!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული