ეროვნული ლიგის მესამე ტურში "საბურთალო" და "ტორპედო" დაზავდნენ - 0:0.
მატჩი ლამაზი სანახავი იყო, განსაკუთრებით, მისი ბოლო წუთები. გუნდებმა მომენტები შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ მეკარეები.
"საბურთალო" 5 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო "ტორპედომ" პირველი ქულა მოიპოვა და მე-9 პოზიციაზეა.
14 მარტს "ტორპედო" "თელავს", "საბურთალო" კი თბილისის "დინამოს" შეხვდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 0:0
გაძევება: ძებნიაური (77)
საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია (ცნობილაძე 53), კაკუბავა (კ), ი. ტაბატაძე (შულაია 63), ძებნიაური, ტერა, მანდრიჩენკო (ნონიკაშვილი 63), გულიაშვილი (ერისთავი 63), თ. ტაბატაძე (გოჩოლეიშვილი 87)
მწვრთნელი: კორღალიძე
ტორპედო (3-5-2): შოვნაძე, ვ. ტაბატაძე (კ), მირცხულავა, ქაფიანიძე, ნადარაია, ტუიჩიბაევი, მამასახლისი (გოგუაძე 90+5), ბუკასი, სალაკუ (შარვაშიძე 72), რეკიში (ძარია 79), ზიდანი
მწვრთნელი: აშვეთია