ეროვნული ლიგა. IV ტური. ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" იოლად მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერი „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა.

ბათუმელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

გეგუჩაძის გუნდი 10 ქულით ლიდერია და 20 მარტს თბილისში "საბურთალოს" დაუპირისპირდება, ხოლო უქულოდ მყოფი "სამტრედია" 21 მარტს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დინამო (ბთ) - სამტრედია 2:0
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (11, პენ), 2:0 ფანცულაია (45)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე (კ), მარგველაშვილი, აზაცკი, ჩაბრაძე, აზაროვი, ტეიდი (მამუჩაშვილი 61), ჯიღაური, მანჯგალაძე, ალთუნაშვილი (ზარია 81), ნიქაბაძე (შინდაგორიძე 59), ფანცულაია (გროზურეკი 59)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

სამტრედია (3-4-1-2): კულუა (კ), მასკარენია, გიორგაძე, სამბუ, ცეცხლაძე, გადირზადე (ლალიჩი 68), მესიაჩენკო, იოსელიანი, რობაქიძე, ჟუნიორი (რუხაძე 61), ვარიეტი (ილურიძე 46)

მწვრთნელი: ცეცაძე

altეროვნული ლიგა. III ტური. ორი "დინამოს" ნაკლებად სანახაობრივ მატჩში ბათუმელებმა იმარჯვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული