ეროვნული ლიგა. IV ტური. „დილამ“ „სამგურალს“ თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „დილამ“ „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა.

დებიუტში „სამგურალი“ ბურჯანაძემ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში „დილამ“ თამაშის შემოტრიალება შეძლო - ჯერ სილვამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა კამარამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„დილა“ 10 ქულით ლიდერია, „სამგურალი“ კი 3 ქულით მე-8 ადგილზეა.

20 მარტს „სამგურალი“ „შუქურას“, ხოლო 21 მარტს „დილა“ „ტორპედოს“ შეხვდება.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
სამგურალი - დილა 1:2
გოლები: 1:0 ბურჯანაძე (6), 1:1 სილვა (64, პენ), 1:2 კამარა (80)

სამგურალი (5-3-2): ქვილითაია, ასათიანი (დოლიძე 83), პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე
(კალანდარიშვილი 61), მჭედლიშვილი, გაზდელიანი (ბუხაიძე 83), ფონიავა (კირკიტაძე 70), ლექვთაძე (ვერულიძე 70), კიკაბიძე (კ), კუხიანიძე

მწვრთნელი: სოსიაშვილი

დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ხურცილავა (ეტოუ 66), მაისაშვილი (კ), სანტოსი (სპანდერაშვილი 84), სილვა, ბუღრიძე, ნონდი (მოსიაშვილი 56), გაგნიძე, ბიძინაშვილი, ღუდუშაური (კამარა 56)

მწვრთნელი: დემჩენკო

მკითხველის კომენტარები / 6 /
სტატისტიკაში გუნდის მწვრთნელის გვარს რატომ არ უთითებთ, გვაინტერესებს, თუ გგონიათ რომ კარგი მახსოვრობა გვაქვს. იქნებ რცხვენიათ და ესაა მიზეზი. დაწერეთ, დაწერეთ.
ამო
11:54 15-03-2021
0
სოსიაშვილის ზედიზედ მე-2 შეცდომის შედეგი.
gela
22:12 14-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული