მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და მე-13 წუთზე ანგარიში ლ. გაგნიძემ გახსნა. ამის შემდეგ „დინამომ“ კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 1:0 გაიმარჯვა.
თბილისის "დინამო" 13 ქულით გალიდერდა და 7 აპრილს ზესტაფონში "შუქურას" შეხვდება, ხოლო 11 ქულით მესამე ადგილზე მყოფი "დილა" იმავე დღეს "საბურთალოს" უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დილა 1:0
გოლი: ლ. გაგნიძე (13)
დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, კობოური (ხარაბაძე 67), მონხილი, სპორკსლედე, ხვადაგიანი, რადინი (კუცია 84), პაპავა (კ), მექვაბიშვილი (ქარდავა 46), ლ. გაგნიძე, გაბედავა (ახვლედიანი 63), მარუშიჩი (იაშვილი 84)
მწვრთნელი: ნემსაძე
დილა (4-3-2-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი, სილვა, ეტოუ, ნონდი, ნ. გაგნიძე (მოსიაშვილი 73), ღუდუშაური, კაპანაძე, კამარა (ბუღრიძე 66)
მწვრთნელი: დემჩენკო