"დინამომ" "ლოკომოტივს" 8 წუთში მოუგო, კაშია ბომბარდირად ყალიბდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ლოკომოტივსა" და "დინამოს" შორის გამართული თბილისური დერბი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

შეხვედრის პირველი ნახევარი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ იყო, მაგრამ გოლის გატანა შეიძლებოდა. კარგი შანსები პირობით სტუმრებს, "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენეს.

შესვენების შემდეგ კარგა ხანი ტემპი საკმაოდ დაბალი იყო. მწვრთნელებმა მატჩის სცენარის შეცვლა ახალი მოთამაშეებით სცადეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ლიდერებს თამაში არ წაუვიდათ და მწვრთნელმაც ირაკლი სიხარულიძე და ომარ იმრანი თამაშიდან ერთდროულად მოხსნა...

გიორგი ნემსაძის ცვლილებები კი მეტად ეფექტიანი გამოდგა და
პირველი გოლი სწორედ ახლად შემოსულმა მოთამაშეებმა შექმნეს. 74-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა მშვენიერი საგოლე პასი უბოძა ანზორ მექვაბიშვილს - 0:1.

მე-80 წუთზე "დინამოს" სერბმა ლეგიონერმა ზორან მარუშიჩმა მეკარე რევაზ თევდორაძის შეცდომა გამოიყენა - 0:2.

84-ე წუთზე კი დავით კობოურის ფლანგური გადაცემის შემდეგ, ისევ მარუშიჩი ცდილობდა გატანას, საბოლოოდ კი ქველაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 0:3.

მალევე გურამ კაშიამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:3.


თბილისი, 16 აპრილი, "დინამო არენა"

ლოკომოტივი - დინამო თბ 1:3


გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (74), 0-2 მარუშიჩი (80), 0-3 ქველაძე (ა.გ. 82), 1:3 კაშია (85)

"დინამო" ამ ტურის შემდეგაც პირველი იქნება, "ლოკომოტივი" კი კვლავ მეხუთე ადგილს შეინარჩუნებს. მომდევნო ტურში ჭიაბრიშვილის გუნდს ისევ თბილისური დაპირისპირება  ელის - " საბურთალოსთან", დინამოელები კი ქობულეთის "შუქურას" ესტუმრებიან...



მკითხველის კომენტარები / 2 /
ლოკომოტივის გარდა კაშიას 30 გოლი აქვს გატანილი კარიერაში. მჭედლიძეს რამდენი აქვს ხომ არ იცით ვინნემ?)))
გიორგი
20:52 16-04-2021
2
ბებერი კაშია ბომბარდირათ ლიგამ ჩამოაყალიბა, იმდენად დაბალი დონისაა! უბრალოდ ფიზ მომზადებული თუხარ გოლს იტან
beqa
18:10 16-04-2021
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული