პრაგმატულმა და ჩინებულად ორგანიზებულმა "დილამ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „დილამ“ სახლში 2:0 სძლია ბათუმის „დინამოს“ და ამით დასრულდა ზღვისპირული გუნდის 11-მატჩანი წაუგებელი სერია.

მატჩი მართლაც საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში ბუღრიძის პასით ღუდუშაურმა მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ გორული გუნდი ორგანიზებულად და უნარიანად იცადა თავს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე გუგეშაშვილი, რომელიც უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, თუმცა ტემპმა მოიმატა, „დინამო“ უტევდა, „დილა“ კი სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდა და 86-ე წუთზე ვანდერსონ სილვას შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ
ასცდა კუპატაძის კარს. 89-ე წუთზე კი საჯარიმოდან ჩიტეიშვილის ჩაწოდებულ ბურთს მიწაზე დაუშვებლად გაგნიძემ აჭარული გუნდის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში მამუჩაშვილი საჯარიმოში კამარამ წააქცია და პენალტით ერთი საპასუხო გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა.

ბათუმის“ „დინამო“ 18 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და თბილისელ თანაკლუბელებს 4 ქულით ჩამორჩა, „დილა“ კი 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

24 აპრილს „დილა“ „შუქურას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 25 აპრილს „ტორპედოს“.

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 ღუდუშაური (23), 2:0 გაგნიძე (89), 2:1 მამუჩაშვილი (90+5, პენ)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჭიჭინაძე, სანტოსი (ჩიტეიშვილი 71), სილვა, ეტოუ, ბუღრიძე (წოწონავა 66), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 71), ღუდუშაური (კამარა 59), კაპანაძე (კ)

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (ბთ) (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე (ჩუკვურა 70), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (გროზურეკი 79), ნიქაბაძე (მჭედლიძე 55), ფანცულაია (ზარია 70)

მწვრთნელი: გეგუჩაძე


მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი კარგი ფეხბურთელისს კვალობაზე შედეგია 0. მოედნის ხედვა არ აქვთ, არ ეტყობათ რომ რაიმე ქონდეთ დამუშავებული, ვერ ამწვავებენ შეტევებს როგორც საჭიროა, არცერთ ფეხბურთელს არ აქვს თვითშემოქმედება, ალბათ მწვრთნელის ბრალია. პრესინგის დავალება ნებისმიერ ქუჩიდან მოყვანილ მწვრთნელს შეუძლია. შეტევის დროს უკან არ უნდა ბრუნდებოდე უაზრო კორპუსის ჩადგმით და შეტევას არ უნდა ამუხრუჭებდე, ასევე სისწრაფეები არ არის და ფიზიკური მომზადება მეტი შეიძლება-მითუმეტეს პირობები არის და ფულიც იხარჯება სხვებთან შედარებით...
არ დაბლოკოთ პლზ...
ბათუმი
21:43 17-04-2021
1
ცეცაძე სასწრაფოდ ბათუმის დინამოში,თუ ჩემპიონობა გვინდა დროზე უნდა გაუშვან გეგუჩაძე
liga
15:53 18-04-2021
0

სიახლეები პოპულარული