"თელავი" რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა

AutoSharing Option
მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ "თელავი" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა.

სკ "თელავი" მადლობას უხდის ბატონ რეზოს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს.

40 წლის რევაზ გოცირიძე ჩვენს გუნდს 2019 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა და საკმაოდ წარმატებითაც - გოცირიძის მთავარი მონაპოვარი შარშან, ჩვენი გუნდის ეროვნულ ლიგაში აღზევება და დებიუტანტის კვალობაზე ელიტაში დამაჯერებელი და ღირსეული თამაში გახლდათ, რასაც ცხადია, ძალიან ვაფასებთ. წლეულს
გუნდის მიერ ნაჩვენებმა არასახარბიელო შედეგებმა კი მოიტანა ის რეალობა, რაც უკვე გაცნობეთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რესურსიდან გამომდინარე თელავი საკმაოდ სიმპათიური გუნდი იყო და კარგადაც უტევდა..რა ვიცი,წარმატებები გუნდსაც და მწვრთნელსაც
Levani
19:51 26-04-2021
0
ეს კიდევ ერთი ქართული ფეხბურთის უცნაურობა, პირველი წრეში 4 მთ.მწვრთნელი მიდის, ვინაა Შემდეგი? ჰა? Ჭიაბერ ხო არ იცი?
რატი
21:38 26-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული