მასპინძლები მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით, ბესიკ აბულაძით შეხვდნენ, "ლოკომოტივის" თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი კი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვერ ესწრებოდა.
გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, უკვე მეექვსე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაისროლა და კარს მცირედით ააცილა. შემდეგივე შეტევაში სტუმრები დაწინაურდნენ, შონია-კირკიტაძის კარგი კომბინაციის შემდეგ თავი ომრან იმარმა გამოიჩინა.
მასპინძლებმა წონასწორობა მე-15 წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილის გოლის წყალობით აღადგინეს, 33-ე წუთზე კი, გიორგი ჯანელიძის კუთხურის შემდეგ, თავით ილია ბერიაშვილმა გაიტანა.
72-ე წუთზე იმრანმა უკვე ასისტენტობა ითავა, გოლი კი ნიკა სანდოხაძემ გაიტანა(2:2).
ამის შემდეგ უპირატესობა "ლოკომოტივის" მხარეს იყო და მასპინძლები მარცხს რამდენიმე ეპიზოდში გადაურჩნენ. ორჯერ მეტოქის კარს კაშია დაემუქრა. საგოლე მომენტი თელაველებსაც ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა მშვენივრად ითამაშა.
88-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე გააძევეს. ამის მიუხედავად, მოგებასთან უფრო ახლოს მაინც "თელავი" იყო.
თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - ლოკომოტივი - 2:2
გოლები: 0:1 იმრანი (6), 1:1 ბაშალეიშვილი (15), 2:1 ბერიაშვილი (33), 2:2 სანდოხაძე (72)
გაძევება: ჯანელიძე (88)