ჩოჩიშვილმა და ძოწენიძემ "სამგურალს" გამარჯვება არ დაანებეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში წყალტუბოს "სამგურალმა" "თელავს" უმასპინძლა და ფრეს, 1:1  დასჯერდა.

წყალტუბოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ირაკლი ლექვთაძემ მე-11 წუთზე  მასპინძლები დააწინაურა. სოსო ფრუიძის გუნდი თამაშის ტემპს აკონტროლებდა და მეტოქეს  ხიფათს ნაკლებად აქმნევინებდა, მაგრამ 54-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ ანგარიში მაინც გაათანაბრა.

თელაველთა მეკარე გიორგი ჩოჩიშვილს მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, სტუმრები მარცხს  არაერთხელ გადაარჩინა, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი "თელავი" თორნიკე ძოწენიძემ იხსნა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა მიმდინარე ჩემპიონატში ერთმანეთთან უკვე მეორე ფრე ითამაშეს.

წყალტუბო. "26 მაისი"
სამგურალი - თელავი 1:1
გოლები: 1:0 დოლიძე (11), 1:1 ინჯგია (54)

მომდევნო ტურში "სამგურალი", რომელიც 13 ქულით მეექვსე ადგილზეა,  გორში, "დილასთან" ითამაშებს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "თელავი" (8 ქულა) კი ბოლოდგილოსან  ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუხაიძე არის გამოკვეთილი ფორვარდი და გოლის გამტანი განსხვავებით კუხიანიძისა ორივე ერთად შეტევა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება რაც კარგად გამოჩდა ბოლო წუთებში
ციცი
15:16 08-05-2021
0

სიახლეები პოპულარული