მასპინძლებმა პირველი ტაიმი ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგეს. პირველი გოლი დებიუტშივე, შეხვედრის მე-9 წუთზე გაიტანეს, თავი ირაკლი რუხაძემ გამოიჩინა. წყალტუბოელთა კარი მეორედ ოთარ კობახიძემ, 45-ე წუთზე აიღო.
მეორე ტაიმში სტუმრებმა 2 უპასუხო გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვეს. ორივე ბურთი ლევან ინგოროყვას ანგარიშზეა.
ამრიგად, "სამტრედია" 9 ქულით ეროვნული ლიგის მე-8 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ, "შუქურა" 14 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
სამტრედიელები მომდევნო შეხვედრას 12 მაისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავენ, აჭარლები იმავე რიცხვში თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებენ.
ბუკასიმ კოხტა თავურით "ტორპედოს" "საბურთალოსთან" ქულა მოუპოვა [VIDEO]