"სამგურალმა" ზედიზედ მესამედ იმარჯვა და წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში "სამგურალმა" გასვლაზე "სამტრედია" 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა, რომლებიც ნაკრებში გამოძახებული კუხიანიძის გარეშე თამაშობდნენ, დებიუტშივე გახსნეს ანგარიში - საჯარიმოდან დოლიძის დარტყმული ბურთი გიორგაძეს მოხვდა და რიკოშეტით ქურდაძის კარში გავიდა. მასპინძლებმა საპასუხო გოლი ანალოგიურად გაიტანეს. ამის შემდეგ წყალტუბოელებმა აქტიურად შეუტიეს. ქურდაძემ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა 38 წლის დოლიძემ მალე კვლავ დააწინაურა „სამგურალი“. მორიგი იერიშისას კირკიტაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმ
ართა და რუხაძემ ანგარიში გაათანაბრა. სწრაფი კონტრიერიშისას პირისპირ გასულ კალანდარიშვილს გოლის გატანა ქურდაძემ არ დაანება. შეხვედრის დასასრულს კი ბუხაიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"სამგურალმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულით მეექვსე ადგილზეა (მესამე ადგილზე მყოფ "დილამდე" 3 ქულაღა აშორებს), "სამტრედია" კი 9 ქულით მეცხრე პოზიციაზე დარჩა.

9 ივნისს „სამტრედია“ ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 10 ივნისს „სამგურალი“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია - სამგურალი 2:3
გოლები: 0:1 დოლიძე (8), 1:1 ილურიძე (22), 1:2 დოლიძე (36), 2:2 რუხაძე (76), 2:3 ბუხაიძე (87)

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, ლალიჩი (ერაძე 84), გიორგაძე (კ), ნადირაძე, ცეცხლაძე, კვირკვია, მესიაჩენკო, კობახიძე (ლუკავა 56), რუხაძე, რობაქიძე (ლომთაძე 63), ილურიძე (ჯიქია 84)

მწვრთნელი: ცეცაძე

სამგურალი (4-3-3): ქვილითაია, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (თევზაძე 81), ჩიხლაძე (ახვლედიანი 73), კირკიტაძე, დოლიძე (ლექვთაძე 58), კიკაბიძე (კ) (ვერულიძე 81), კალანდარიშვილი, ბუხაიძე

მწვრთნელი: ფრუიძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც რუხა თელავიდან წავიდა გოლს გოლზე იტანს,ამ კაცის გაშვება იქნებოდა,როცა გოლის გატანაც გვიჭირს
მარაზმი
17:19 26-05-2021
0
ფრუიძეს ჩვენგან არაფერი არ ესწავლება მაგრამ მგონია ბუხაიძის და კუხიანიძის ერთად თამაში თავდასხმაში უფრო შედეგიანი იქნება
fanat
09:12 26-05-2021
0

სიახლეები პოპულარული