"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - "ტორპედოს" ლეგიონერმა ფიფაში დავა მოუგო

AutoSharing Option
30 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან ბობკომ თავის ყოფილ კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, იმერულმა გუნდმა ფეხბურთელს ხელფასი არ გადაუხადა. ფეხბურთელმა თავის ადვოკატთან ერთად "ტორპედოს" წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზად იყო, ჯამაგირის ნახევარი აეღო, თუმცა ქუთაისელებმა ამ თანხის გადახდაზეც უარი განაცხადეს.

აქედან გამომდინარე, ბობკომ და მისმა ადვოკატმა ფიფას მიმართეს და დავაც მოიგეს, რის შედეგადაც "ტორპედო" ფეხბურთელს კომპენსაციას გადაუხდის.

"კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი
და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი თანხის პატიებაც მინდოდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და შემდეგ საქმეში ადვოკატი ჩავრთე.

გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიყვარს "ტორპედო", სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით, ამ გუნდის გულშემატკივარი, მაგრამ მე არსებობა მინდოდა.

ქუთაისში ორსულ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი... ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომ ხელფასის ნახევარი მოეცათ, თუმცა რაღაც ზღაპრებს მიყვებოდნენ.

სხვა გზა არ მქონდა და ფიფაში ვიჩივლე. როგორც ვიცი, კიდევ ერთი ლეგიონერი მარკოვიჩი აპირებს მსგავს ქმედებას", - ამბობს ბობკო.

"მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა სამართლებრივი გზებით სიარული, ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბს არაერთხელ შევთავაზეთ, დავალიანება ან მისი ნახევარი მაინც დაეფარა.

მივიღეთ უარი და უფრო მეტიც, წამოვიდა მუქარა და გვითხრეს, რომ ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ჩვენ დავზარალდებოდით.

ფიფას მივმართეთ და მანაც კი დრო მისცა "ტორპედოს", რომ საქმეში გარკვეულიყო და კონტრაქტის დეტალები შეესრულებინა, თუმცა კიდევ უარი თქვეს.

ბუნებრივია, ეს დავა მოვიგეთ და ახლა "ტორპედოს" ივანისთვის თანხა აქვს გადასახდელი. თავად განსაჯეთ, უცხო ფეხბურთელი ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე.

არც კი ვიცი, რაში სჭირდებათ ლეგიონერები. გუნდის ხელმძღვანელობა კონტრაქტის ვერშესრულების მიზეზად კორონაპანდემიას ასახელებდა", - ეს კი უკვე ბობკოს ადვოკატის, სერგეი კორობკოს სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ივან ბობკო "ტორპედოში" 2021 წლის ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და სულ 10 მატჩში ითამაშა. ახლა ის უკრაინულ "ლებედინში" ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
2021 წლის ზამთარი გავიდა უკვე ჟურნალისტებო!? დავიჯერო ამდენ ხანს მეძინა:)))
მამუკა
03 ივნისი 2021 09:10
10
კი. შენ წარმოიდგინე და იანვარი და თებერვალი გავიდა. 2021-წლის ზამთრის დიდი ნაწილი.
DvB
03 ივნისი 2021 17:33
0
იანვარი/თებერვალი არ გასულა შენი აზრით? გღვიძავს ვაბშე?
N1
03 ივნისი 2021 15:32
0
ყველა გამოხმაურება
ვენაცვალეთ ამ უკრაინელს იმიტომ რომ არავის არაფერი არ შეარჩინა,ეს ჩვენ ვართ მე10ე საუკუნეში ჩარჩენილები და მიტოა რომ ვტკეპნით ერთ ადგილს
ბაჩი
02 ივნისი 2021 18:20
3
თავიდანვე ეტყობოდა აფერისტების ხელში რომ ვარდებოდა კლუბი, იტალიელი "ინვესტორის" ყალბი ვებ გვერდი რომ გააძრეს, სამარცხვინოები
***
02 ივნისი 2021 17:13
2
ცუდია, მაგრამ კანკავა?
sddd
02 ივნისი 2021 17:13
5
როდინდელი ამბავია, ბობკომაც და მარკოვიჩმაც მოუგეს დავა ტორპედოს მთლიანად დააკისრეს სრული თანხის გადახდა, არადა ტორპედოს შეეძლო ნახევარშუ გამოსულიყო.
ახლა ვიღაც თაღლითების იმედზე არიან და ამასობაში კლუბი იძირება.
Irakli
02 ივნისი 2021 16:24
0
ჩვენს ქვე ყანას ასეთი სახელი რო დავარქვათ არ შეიძლება ? სააფერისტო რა პრობლემაა ?
zurabi
02 ივნისი 2021 16:11
3
რა ხდება,ქუთაისში აღარ უნდათ მე მგონი Ფეხბურთი.კიდე დაჯარიმება უნდა ამ გუნდს,დათვურ სამსახურს რატომ უკეთებს ხელმძღვანრლობა.ამათ საქართველო ეგონათ ალბათ და არაფრად ჩააგდეს უეფა.ეხლა იხადონ ჯარიმები.ის იტალიელი საამდაა,რესტორანში რომ მღეროდა და ოქროს კოშკებს რომ დგამდა
კახა ქ.
02 ივნისი 2021 15:43
0
ეს გუნდი გასაგდებია მეხუთე ლიგაში.აქამდე უნდა გაეგდო ფედერაციას.ქუთაისს და გულშემატკივარს არაფერს ვერჩი მაგრამ,ათი წელია აფერისტების ხელში გადადის და გადმოდის,გააგდეთ და მერე ისწავლიან ჭკუას.არცხვენს საქართველოს ეს კლუბი ასეთი სახით.
Master
02 ივნისი 2021 15:24
13
Სამჭედლო იყო ადრე, ბოლო 5წელი იყო ფულის სამჭედლო, მაგრად გათრიათ ჯერ ჩაჩავამ,ეხლა ამ იტალიელმა. Საერთოდ არ მინდა არავის არსად გაგდება, ამით თან პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ რომ გამოდიხართ აქ და აკაჩავებთ პრავებს ჯერ ის თქვით ჩაჩავას რამე "მოთხოვეთ"? Როგორც ფაქტებიდან ჩანს ვერა. Ხოდა მიხედეთ ამ მართლა ლამაზი და გულიანი ქალაქის გუნდს თორე სამჭედლო გადაგექცათ ფულის "ცეხად".
Ნიკა
02 ივნისი 2021 16:58
0
შენი გადასაწყვეტი არ არი ვინ გავარდება და ვინ არა ქუთაისის ტორპედო ოდითგანვე იყო ქართული ფეხბურთის სამჭედლო და ახლა ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს რომ გუნდი მე-5 ლიგაში გადააგდონ იმის მაგივრად გუნდს სოლიდარობა გამოუცხადონ ესენი რას ლაპარაკობენ მოვა დრო და თქვენაირების ჯინზე ქუთაისში ფეხბურთი იდუღებს
ილია
02 ივნისი 2021 16:35
57
ყველა გამოხმაურება
ედიკას მიშიკოს და ბიძოს აშენებული ქვეყანა მ..... ჯუნგლები ვართ ერთი 200 წელი კიდევ გვინდა ევროპაში რომ გაგვესვლებოდეს....თუ მივაღწევთ იქამდე ეგეც საკითხავია
ბიძინეი
02 ივნისი 2021 15:05
14
ის აფრერისტი იტალიელი სად არის ნეტა?
L.J.
02 ივნისი 2021 14:57
0

სიახლეები პოპულარული