ბულგარული მედია იმედიანადაა და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" პროგნოზს აქვეყნებს

AutoSharing Option
ვერ ვიტყვით, რომ "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩმა ისეთი ინტერესი გამოიწვია ბულგარეთში, როგორც საქართველოში, თუმცა მათმა სპორტულმა გამოცემებმა ამ შეხვედრას წერილები მიუძღვნეს. უნდა ითქვას, ეს სტატიები ზომიერად ოპტიმისტურია.

"ლუდოგორეცი" ფავორიტია და ბულგარეთის შვიდგზის ჩემპიონს შანსი აქვს, მეხუთედ გავიდეს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. პაულო აუტორის გუნდს ისევ ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული აბელ ანისი, ვლადისლავ სტოიანოვი და ლუკას საშა. აუტორი, ალბათ, იმ შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც ჩემპიონატზე ცსკა 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებს ტრავმირებული ფეხბურთელები არა ჰყავთ და სავარაუდოდ, ითამაშებს პლოვდივის "ბოტევის" ყოფილი ფეხბურთელი ლაზარ
მარინი.

საფეხბურთო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქართულ გუნდს კარგად ეხერხება საგოლე მომენტების რეალიზაცია, თუმცა "ლუდოგორეცის" დაცვა ძლიერია და მეტოქეს მომენტების შექმნის და გამოყენების საშუალებას არ მისცემს.

ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება და 2.92 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ჯგუფურ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეავსებს", - აღნიშნავს პორტალი "გონგი".

გამოცემა "გოლი" მატჩის პროგნოზს სთავაზობს მკითხველს - 1:0 სტუმართა სასარგებლოდ და სინანულით აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრების განაცხადში ვერ შეიყვანენ ბუქარესტის "დინამოდან" შეძენილ სამხრეთაფრიკელ საყრდენ ნახევარმცველს, მეი მაჰლანგუს.

altტორპედო VS ლუდოგორეცი - დავითისა და გოლიათის ბრძოლა

alt"ტორპედო"-"ლუდოგორეცის" მატჩის 8 000 ბილეთი უკვე გაიყიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
hansebi samwuxarod 30-70 zea ludogorecis sasargeblod. gulit vusurveb torpedos gamarjvebas.
kika
18:04 23-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული