საქართველოს ნაკრების დებიუტანტის ეფექტური ფინტი ეროვნულ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" "თელავი" დაამარცხა (3:0) და გათამაშებაში ერთპიროვნულად გალიდერდა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ირაკლი აზაროვი ერთ ეპიზოდში მშვენივრად გაისარჯა და გულშემატკივარს მშვენიერი ფინტიც შესთავაზა.

19 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ კლუბში პირველი  შეხვედრა გამართა. აზაროვი 89-ე წუთზე ვეტერანმა "ჯვაროსანმა" გიორგი ნავალოვსკიმ  შეცვალა.

ამავე თამაშში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ჯაბა ჯიღაურმა თავი გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვს საქართველოს ნაკრებში დებიუტი რუმინელთა წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (2:1)  ჰქონდა.


altბათუმის "დინამომ" "თელავი" მეორე ტაიმში გატეხა და გალიდერდა [VIDEO]

 

altბრძოლით, ხარვეზებით - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი პირველად დაამარცხა [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა 2. ნაკრებშიც მომეწონა. ფიზიკას მოუმატებს და კარგია, სუპერ!
niko
12:30 11-06-2021
0
ირაკლი,ჯერ 20 წლისაც არ არის,მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა,საქართველოს ჩემპიონატში.მართლაც ლამაზი და თან ეფექტური ფინტი იყო.ნეტავი ფიზიკურად უფრო დიდი და მძლავრი გაიზარდოს.ტექნიკა და აზროვნება,ისედაც მშვენიერი აქვს.
სოსო
12:56 11-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული