ბათუმის "დინამომ" "თელავი" მეორე ტაიმში გატეხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „თელავი“ 3:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მთელი გუნდით უტევდნენ, რეალური მომენტი კი პირველი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, როდესაც საჯარიმოს გარედან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯიღაურმა მანჯგალაძის გადაცემული ბურთი ჩამოიღო და ჩოჩიშვილის კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ საჯარიმოს წინ ფანცულაია ფაცაციამ წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. საჯარიმო ფანცულაიამ შეასრულა და „თელავი“ ისევ ძელმა იხსნა. მერე შეცვლაზე შესულმა ნიქაბაძემ და ზარიამ დაამწუხრეს
სტუმრები და აჭარულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის „დინამო“ 34 ქულით გალიდერდა და უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 2 ქულით ჩამოიტოვა. რაც შეეხება „თელავს“, 8 ქულით ისევ აუტსაიდერია.

14 ივნისს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „სამგურალს“, ხოლო „თელავი“ „დილას“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - თელავი 3:0
გოლები: 1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (76), 3:0 ზარია (86)
გაძევება: ფაცაცია (56)

დინამო (ბთ) (3-4-3): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 89), კობახიძე (კ), გაგოშიძე (მარგველაშვილი 89), ტეიდი, ჯიღაური, მანჯგალაძე (ზარია 80), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფანცულაია (გროზურეკი 66), სანოგო (ნიქაბაძე 66)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

თელავი (3-4-3): ჩოჩიშვილი, თევზაძე, მარაქველიძე, ჯიქია (შეყილაძე 55), ფაცაცია, ძოწენიძე, შერგელაშვილი, ბაშელეიშვილი (კ), ჯანელიძე (ხაბულიანი 82), არდაზიშვილი (კანდელაკი 82), კოხრეიძე (ციცქიშვილი 68)

მწვრთნელი: მიქაძე


მკითხველის კომენტარები / 3 /
მსაჯებმა მაინც ვერ შეიკავეს თავი და მაისური შემოიხიეს ტანზე რომ დინამოს მოგება დაეკნინებინათ თავიანთი იდიოტური დახმარებით,როდესაც უწყინარ სიტუაცაიში თელაველი გააგდეს.
როდის დამთავრდება მათ მიერ ასეთი უნამუსო მცდელობები?
kako
14:21 11-06-2021
1
ეს საქართველოა ?
dato
10:59 11-06-2021
0

სიახლეები პოპულარული