„თელავმა“ რუსთავში „ტექნიკურ ცენტრში“ ფირუზ მარაქველიძის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა „შუქურა“ .
ქუთაისში „ტორპედომ“ „სამგურალის“ დამარცხება ვერ შესძლო - 0:0.
ბათუმის „დინამო“ კი საკუთარ მოედანზე კვლავ დამაჯერებელი იყო, გიორგი ფანცულაიას დუბლით „დილას“ 2:0 სძლია და უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 3 ქულით უსწრებს, რომელიც ხვალ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.
19 ივნისს მე-18 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება - „საბურთალო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.