ბათუმის "დინამომ" მეორე წრეში მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა და კუპატაძემ ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, პირველი წრის რჩეულად თბილისის "დინამოს" სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი დასახელდა.
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელის წოდება გია გეგუჩაძემ მოიპოვა. ბათუმელები 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდნენ (1:2 "ლოკომოტივთან") და ორი ფრე ("ტორპედოსთან" და "სამგურალთან") ითამაშეს, დანარჩენ მატჩებში კი იმარჯვეს. გეგუჩაძის შეგირდებმა 22 გოლი გაიტანეს.
პირველი წრის საუკეთესო
ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველი ტური 22 და 23 ივნისს გაიმართება.
ეროვნული ლიგა. XVI ტური. ბათუმის დინამომ ახალ სტადიონზე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]