![](https://sportall.ge/pictures/image31/b812e606693cf6e040e28832942dc672.png)
28 წლის შემტევი ნოდარ ქავთარაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ნოდარ ქავთარაძე დინამოში დაბრუნდა. ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გაფორმდა. ქავთარა დინამოს 38-ნომრიან ფორმას მოირგებს".
ქავთარაძე გასულს სეზონში თბილისის "დინამოდან" "მეზეკოვეშდში" გადავიდა, რომლის რიგებში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.