გაძლიერების ნაცვლად დასუსტება - "დინამო" ძირითადის ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ ორმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ძირითადი შემადგენლობის მცველმა.

საქართველოს ჩემპიონს ესპანელი ვიქტორ მონხილი და სლოვაკი ფილი ორშულა დაემშვიდობნენ. ორივე ფეხბურთელთან ხელშეკრულება ორმხრივად შეწყდა.

"დინამოს" ფეისბუქ გვერდი მონხილის გამოსამშვიდობებელ ტექსტს აქვეყნებს:

"მინდა მივმართო "დინამო" თბილისის დიდ ოჯახს.

დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და
მე თქვენთან ერთად ეს შევძელი.

მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი.
სამწუხაროდ ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი.

გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. "დინამოზე" უამრავი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა.

მინდა კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო.

მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ.

იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით - თქვენ ჩემი სახლი ხართ.

დღეს და სამუდამოდ - "დინამო" თბილისი!

ვიქტორ მონხილი"


მკითხველის კომენტარები / 15 /
ამიტომაც მინდოდა დინამო ბათუმი გამხდარიყო ჩემპიონები დინამო თბილისს კი ყოველთვის ასე ჭირს როდესაც ევრო ტურნირები მოგვადგება კარს მაშინ დასუსტდება არვიცი ამა უკვე შეგნებულად აკეთებენ ასე მგონია
პიშტო
18:49 04-07-2021
1
შეეშვით ფიფიას, კაცი თავის საქმეს აკეთებს-ბედნიერად ათეთრებს საკუთარ და სხვის ფულს.
კოტე ბრეგვაძე
22:15 04-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული