"თელავი" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა

AutoSharing Option
"თელავი" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ამის შესახებ ინფორმაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა - ზაზა ციცქიშვილი, ვუგარ ბაიბალაევი, გიორგი ჩოჩიშვილი, რევაზ ინჯგია და ილია ბერიაშვილი კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.

22 წლის ცენტრალური მცველი და ჩვენი გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის "როტორში" ითამაშებს, 20 წლის შემტევი რევაზ ინჯგია კვიპროსულ "აპოლონს" შეუერთდა, 26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ყაზახეთის "აქტობეში" გადაბარგდა, 27 წლის აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი სამშობლოში დაბრუნდა,
ხოლო 23 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს კარიერას.

სკ "თელავი" მადლობას უხდის ზემოხსენებულ ხუთივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაა კაი საქმე, რბილად რო ვთქვათ "ისე რა" გუნდებში გადასვლა, მაგრამ ადამიანურად მესმის ბიჭების, იმ ხელფასს რასაც აქ იღებდნენ გამრიცხულია გაჩერება, დაცინვაა და შეურაწყოფა. ჯერ სად ვართ, ოდნავი პერსპექტივა თუ გაუჩნდა დაუფიქრებლად წავლენ.იმას თავი დავანებოთ რო ოჯახები ყავთ, სპორცმენს სპეც, განსაკუთრებული კვება ჭირდება, ვიტამინი, ნორმალური ბუცი, და უამრავი სხვა და ბუცი კი არა, ბავშვს ბუშტს თუ უყიდის. ფეხბურთი ჩვეულებრივი ბიზნესია და როგორც ყველაფერში ფული უნდა დახარჯო, არა და ამ დონესაც ვერ შევინარჩუნებთ.
კოკა
11:45 10-07-2021
0

სიახლეები პოპულარული