როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული

AutoSharing Option
მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 32 წლის მეკარე როინ კვასხვაძე ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა და ეს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გამოცდილ კიპერს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

მან გვითხრა, რომ "ტორპედოს" მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობს, თუმცა ჯერ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ კვასხვაძემ თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საგარეო დაპარისპირების შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ კვასხვაძე "ტორპედოს" კარს 2015 წლიდან 2020 წლამდე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ კორუფცია არ არის ჩვენს ფეხბურთში მაგას ნაკრებში როგორ იწვევდნენ ან დინამოში როგორ მოხვდა? ( ჩხეტიანი მზითევი)....
nikalsena@gmail.com
14:09 24-07-2021
1
ეხლა ტორპედოს გააბედნიერებს!!! მთავარია თამაშის წინ თმების დასველება არ დაავიწყდეს ხოლმე!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული